ადამიანი

ადამიანი

Thursday, May 29, 2014

ქართული ენის სწავლების ხარისხის განვითარების ცენტრი არაქართული სკოლებისთვის

   სამოქმედო გეგმა

1.      გაკეთდება საქართველოს ყველა არაქართული სკოლების  ქსელი. skype video-ს საშუალებით გვექნება მათთან მუდმივი კონტაქტი.
2.      კვირაში 1 დღე დაეთმობა პედაგოგებისთვის ჩატარებულ ტრეინინგებს. რომელიც მოეწყობა ჩვენს სათაო ოფისში ან იმ რაიონის თუ დაბის ერთ-ერთ სკოლაში. ამისთვის ვირჩევთ კვირა დღეს სავარაუდოდ.
3.      მოვამარაგებთ ყველა არაქართულ სკოლას ქართული ენის სასწავლო პროგამებით 1 კლასიდან 12-ს ჩათვლით, რათა უმოკლეს დროში, არაუგვიანეს 9 თვეში მოხდეს ქართული სალაპარაკო ენის შესწავლა უახლესი მეთოდების გამოყენებით. (ამისთვის დაგვჭირდება ზაფხულის არდადაგებიდან 1 თვე მოსამზადებლად)
4.      მოვამარაგებთ თვალსაჩინო მასალით: სურათებით, ნახატებით, ვიდეო და აუდიო მასალით. რაც უმთავრესია ქართულის როგორც მათთვის უცხო ენის შესასწავლად.( უკვე გვაქვს მომზადებული უამრავი თვალსაჩიონო მასალა რასაც სტამბაში დავბეჭდავთ და სკოლებს მივაწვდით)
5.      კვირაში 1 დღე დაეთმობა ვიდეო ფილმების ჩვენების გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები ქართულ ენაზე ნახავენ ფილმებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე, გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. ამ მასალებს ჩვენ მივაწვდით. ვქმნი ბლოგებს, სადაც ვათავსებ ყველა ვიდეო მასალას რაც მოსწავლეებისთვის არის ძალიან საინტერესო, ამ ფილმებს ვთარგმნით ქართულად და მივაწვდით ყველა არაქართულ სკოლას)
6.      შევასწავლით როგორც შიდა საკლასო ასევე ეზოს თამაშებს დაწყებით კლასებში, რადგან თამაშით ბავშვები უფრო ადვილად და ხალისით სწავლობენ ენას. (ასეთი თამაშებიც ბევრი გვაქვს უკვე მომზადებული)
7.      მოვაწყობთ ვიქტორინებს, სკაიპ ვიდეო კონფერენციებს ამ სკოლის მოსწავლეებთან და განვახორციელებთ მონიტორინგს თუ როგორი შედეგი გვაქვს ქართული ენის სწავლების საქმეში. თემა მომზადდება კლასის და მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. მოუსმენს კომპეტენტური ჟიური, რათა მათ ქონდეთ სტიმული ქართულ ენაზე მათი აზრის დაფიქსირების.
8.       მოეწყობა დისკუსიები და ტელედებატები სხვადასხვა თემებზე, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და ასევე ექსკურსიით საქართველოს სხვადასხვა ღისრშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
9.      თვეში 1 დღე დაეთმობა ტესტს ქართულ ენაში. ტესტის ქულების მიხედვით მოეწყობა რეიტინგი რომლის შედეგებიც საინფორმაციო დაფაზე გაიკვრება ყველა სკოლაში. წლის ბოლოს ყველაზე დიდი  რეიტინგული მაჩვენებელის მქონე მოსწავლე დაჯილდოვდება სიგელით და ასევე ფასიანი საჩუქრით.

ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობის გარანტიას მე ვიძლევი, რადგან მაქვს ამ სფეროში დაგროვილი დიდი გამოცდილება.- 6 წლის განმავლობაში ვასწავლიდი აზერბაიჯანელ ბავშვებს საგნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჩართული ვიყავით მსოფლიო სკოლების ინტერნეტ ქსელში, მქონდა გახსნილი მარნეულში კერძო სკოლა, რომელიც  საკუთარი შენობის არქონის გამო დაიხურა.


 გთხოვთ წაიკითხოთ ყურადღებით და მომაწოდოთ თქვენი აზრი
ტელ: 2921256;  593105829
skype   liabezh
e-mail  lia2903@gmail.com

No comments:

Post a Comment