მოგმართავთ ყველას, ვისაც გიყვართ თქვენი რაიონი და სურვილი გაქვთ
მას ემსახუროთ შემოგვიერთდით. უამრავი საქმის გაკეთებას შევძლებთ თუ გავერთიანდებით.
გვაქვს გეგმა თუ რის განხორციელებას ვაპირებთ სკოლების
დასახმარებლად:
1.
შეიქმნება ინტერნეტ ქსელი თეთრიწყაროს რაიონში არსებული
ყველა სკოლის მიხედვით.
2.
Skype
Video -ს საშუალებით გვექნება მუდმივი კავშირი სკოლებთან.
3.
სკოლის დირექტორებს გავაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას
4.
ჩავუტარებთ ტრეინინგებს პედაგოგებს ყველა საგანში.
5.
სკოლებში მოვაწყობთ ბიბლიოთეკებს და ვიდეოთეკებს, რომ ბავშვებს აქვე
შეეძლოთ ვიდეო ფილმების ნახვა ნებისმიერ საგანში. ფილმებით ჩვენ მოვამარაგებთ.
6.
მივაწვდით პედაგოგებს უამრავ თვალსაჩინო მასალას ყველა
საგანში.
8.
ყოველ გაკვეთილზე შეფასდება ყველა მოსწავლის ცოდნა.
თვის ბოლოს გამოქვეყნდება რეიტინგები. ყველა 1 ადგილზე გასული მოსწავლე დასაჩუქრდება
სიგელით ქართულ და ინგლისურ ენებზე. რომელიც საპატიოდ გადაეცემა აპლოდისმენტების თანხლებით.
სემესტრის ბოლოს დასაჩუქრდება სემესტრის გამარჯვებული, ხოლო წლის ბოლოს იმ სასწავლო
წლის გამარჯვებული მოსწავლე და გადაეცება სიგელთან ერთად რაიმე საჩუქარიც. მოსწავლეთა
მიერ წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის კლასი დასაჩუქრდება ექსკურსიით ან რაიმე სხვით.
9. წელიწადში არანაკლებ 5 -6-ჯერ მოეწყობა ღონისძიებები.
10. სკოლებში
შეიქმნება დებატ-კლუბები. სადაც გაიმართება დებატები და დისკუსიები ნებისმიერ თემაზე.
11. Skype video-ს დახმარებით
მოვაწყობთ დებატებს სხვადასხვა სკოლებს შორის. რომელსაც თვალყურს გაადევნებს ამ რაიონის
ყველა სკოლის მოსწავლე. გამარჯვებულ გუნდს ჟიური დაასაჩუქრებს.
12. უდიდესი
ყურადღება მიექცევა უცხო ენების - განსაკუთრებით ინგლისური და რუსული ენების სწავლებას.
რაზედაც პირადად ჩვენ ვიზრუნებთ. მოვამზადებთ პედაგოგებს და მივაწვდით სამოქმედო გეგმას,
პროგრამებს და უამრავ თვალსაჩინო მასალას, მათ შორის ვიდეო ფილმებს ყველა საგანში.
13. მოეწყობა
დისკუსიები რაიონის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს შორისაც. გამოცდილების
გაზიარების. ასევე მათი დაახლოებისა და ურთიერთ დახმარების მიზნით. ყველა ახალი და
საინტერესო იდეა განხილულ იქნება პედაგოგთა შორის და დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენგანაც.
14. უდიდესი
ყურადღება დაეთმობა ქართული ენის სწავლებას. ყველა საინტერესო თემა თუ ნებისმიერი რამ
რაც იქნება საყურადღებო გამოქვეყნდება ჩვენს ბლოგზე.
15. არაქართველი
მოსწავლეებისთვის გვაქვს პროგრამა, რაც მათ დაეხმარებათ ქართულის, როგორც სალაპარაკო
ენის სწრაფ შესწავლაში.
16. უდიდესი
ყურადღება მიექცევა ასევე ინფორმატიკის სწავლებას სკოლებში. ამისთვის მომზადდებიან
პედაგოგები ჩვენს მიერ.
17. უდიდესი
ყურადღება მიექცევა ჭრა-კერვის, ქსოვის, ქარგვის, კულინარიის-ცხობის შესწავლას.
18. უდიდესი
ყურადღება მიექცევა სპორტის განვითარებას. სკოლებში შეიქმნება გუნდები ნებისმიერ სპორტის
სახეობაში. ამ გუნდებს შორის მოეწყობა რაიონის პირველობები.
19. უდიდესი
ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა ფართოდ ჩაბმას ქართული ფოლკლორის შემსწავლელ წრეებში.
სკოლებს ეყოლებათ მომზადებული ბავშვები ნებისმიერი ღონისძიების ჩასატარებლად.
20. უდიდესი
ყურადღება მიექცევა ინტერ აქტიური ღონისძიებების ჩატარებას. გუნდებს შორის მოეწყობა
შეჯიბრი ცოდნაში- მონათესავე საგნების მიხედვით. მაგ. ისტორიის, გეოგრაფიის და ქართული
ენის პედაგოგები მოამზადებენ კითხვებს, რასაც პასუხი უნდა გასცენ გუნდებმა. ჯერ მოეწყობა
შიდა სასკოლო, შემდეგ კი რაიონული მაშტაბით, რაშიც skype video იქნება გამოყენებული. გამარჯვებულ
გუნდს დაასახელებს ჟიური.
21. Skype video-ს საშუალებით მოსწავლეებს დავაკავშირებთ
უცხო ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან, ექნებათ მათთან მუდმივი კინტაქტი ინტერნეტით. ეს
ბავშვებს უდიდეს სტიმულს მისცემს უცხო ენების უკეთ შესასწავლად.
22. ზაფხულში
მოვაწყობთ თეთრწყაროში საზაფხულო სკოლას სადაც მოვიწვევთ ჩვენს მიერ დამეგობრებულ სკოლის
მოსწავლეებს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ამ პროექტში აქტიურად ჩაერთვება რაიონის ყველა
სკოლა.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა თუ რის გაკეთებასაც
ვგეგმავთ თეთრიწყაროს რაიონის სკოლების დასახმარებლად. ვისაც გაქვთ სურვილი ჩვენთან ერთად მიიღოთ ამ პროექტში
მონაწილეობა დაგვიკავშირდით, ასევე დაფინანსების მსურველებსაც გთხოვთ
მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი რაიონის განვითარების და აყვავების საქმეში.
ტელ: 593105829;
Skype liabezh
e-mail: lia2903@gmail.com
No comments:
Post a Comment