ადამიანი

ადამიანი

Thursday, May 29, 2014

ქართული ენის სწავლების ხარისხის განვითარების ცენტრი არაქართული სკოლებისთვის

   სამოქმედო გეგმა

1.      გაკეთდება საქართველოს ყველა არაქართული სკოლების  ქსელი. skype video-ს საშუალებით გვექნება მათთან მუდმივი კონტაქტი.
2.      კვირაში 1 დღე დაეთმობა პედაგოგებისთვის ჩატარებულ ტრეინინგებს. რომელიც მოეწყობა ჩვენს სათაო ოფისში ან იმ რაიონის თუ დაბის ერთ-ერთ სკოლაში. ამისთვის ვირჩევთ კვირა დღეს სავარაუდოდ.
3.      მოვამარაგებთ ყველა არაქართულ სკოლას ქართული ენის სასწავლო პროგამებით 1 კლასიდან 12-ს ჩათვლით, რათა უმოკლეს დროში, არაუგვიანეს 9 თვეში მოხდეს ქართული სალაპარაკო ენის შესწავლა უახლესი მეთოდების გამოყენებით. (ამისთვის დაგვჭირდება ზაფხულის არდადაგებიდან 1 თვე მოსამზადებლად)
4.      მოვამარაგებთ თვალსაჩინო მასალით: სურათებით, ნახატებით, ვიდეო და აუდიო მასალით. რაც უმთავრესია ქართულის როგორც მათთვის უცხო ენის შესასწავლად.( უკვე გვაქვს მომზადებული უამრავი თვალსაჩიონო მასალა რასაც სტამბაში დავბეჭდავთ და სკოლებს მივაწვდით)
5.      კვირაში 1 დღე დაეთმობა ვიდეო ფილმების ჩვენების გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები ქართულ ენაზე ნახავენ ფილმებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე, გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. ამ მასალებს ჩვენ მივაწვდით. ვქმნი ბლოგებს, სადაც ვათავსებ ყველა ვიდეო მასალას რაც მოსწავლეებისთვის არის ძალიან საინტერესო, ამ ფილმებს ვთარგმნით ქართულად და მივაწვდით ყველა არაქართულ სკოლას)
6.      შევასწავლით როგორც შიდა საკლასო ასევე ეზოს თამაშებს დაწყებით კლასებში, რადგან თამაშით ბავშვები უფრო ადვილად და ხალისით სწავლობენ ენას. (ასეთი თამაშებიც ბევრი გვაქვს უკვე მომზადებული)
7.      მოვაწყობთ ვიქტორინებს, სკაიპ ვიდეო კონფერენციებს ამ სკოლის მოსწავლეებთან და განვახორციელებთ მონიტორინგს თუ როგორი შედეგი გვაქვს ქართული ენის სწავლების საქმეში. თემა მომზადდება კლასის და მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. მოუსმენს კომპეტენტური ჟიური, რათა მათ ქონდეთ სტიმული ქართულ ენაზე მათი აზრის დაფიქსირების.
8.       მოეწყობა დისკუსიები და ტელედებატები სხვადასხვა თემებზე, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და ასევე ექსკურსიით საქართველოს სხვადასხვა ღისრშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
9.      თვეში 1 დღე დაეთმობა ტესტს ქართულ ენაში. ტესტის ქულების მიხედვით მოეწყობა რეიტინგი რომლის შედეგებიც საინფორმაციო დაფაზე გაიკვრება ყველა სკოლაში. წლის ბოლოს ყველაზე დიდი  რეიტინგული მაჩვენებელის მქონე მოსწავლე დაჯილდოვდება სიგელით და ასევე ფასიანი საჩუქრით.

ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობის გარანტიას მე ვიძლევი, რადგან მაქვს ამ სფეროში დაგროვილი დიდი გამოცდილება.- 6 წლის განმავლობაში ვასწავლიდი აზერბაიჯანელ ბავშვებს საგნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჩართული ვიყავით მსოფლიო სკოლების ინტერნეტ ქსელში, მქონდა გახსნილი მარნეულში კერძო სკოლა, რომელიც  საკუთარი შენობის არქონის გამო დაიხურა.


 გთხოვთ წაიკითხოთ ყურადღებით და მომაწოდოთ თქვენი აზრი
ტელ: 2921256;  593105829
skype   liabezh
e-mail  lia2903@gmail.com

თეთრიწყაროს სკოლების დახმარების გეგმა

მოგმართავთ ყველას, ვისაც გიყვართ თქვენი რაიონი და სურვილი გაქვთ მას ემსახუროთ შემოგვიერთდით. უამრავი საქმის გაკეთებას შევძლებთ თუ გავერთიანდებით. 

გვაქვს გეგმა თუ რის განხორციელებას ვაპირებთ სკოლების დასახმარებლად:
1.      შეიქმნება ინტერნეტ ქსელი თეთრიწყაროს რაიონში არსებული ყველა სკოლის მიხედვით.
2.      Skype Video -ს საშუალებით გვექნება მუდმივი კავშირი სკოლებთან.
3.      სკოლის დირექტორებს გავაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას
4.      ჩავუტარებთ ტრეინინგებს პედაგოგებს ყველა საგანში.
5.      სკოლებში მოვაწყობთ ბიბლიოთეკებს და ვიდეოთეკებს, რომ ბავშვებს აქვე შეეძლოთ ვიდეო ფილმების ნახვა ნებისმიერ საგანში.   ფილმებით ჩვენ მოვამარაგებთ.
6.      მივაწვდით პედაგოგებს უამრავ თვალსაჩინო მასალას ყველა საგანში.
8.      ყოველ გაკვეთილზე შეფასდება ყველა მოსწავლის ცოდნა. თვის ბოლოს გამოქვეყნდება რეიტინგები. ყველა 1 ადგილზე გასული მოსწავლე დასაჩუქრდება სიგელით ქართულ და ინგლისურ ენებზე. რომელიც საპატიოდ გადაეცემა აპლოდისმენტების თანხლებით. სემესტრის ბოლოს დასაჩუქრდება სემესტრის გამარჯვებული, ხოლო წლის ბოლოს იმ სასწავლო წლის გამარჯვებული მოსწავლე და გადაეცება სიგელთან ერთად რაიმე საჩუქარიც. მოსწავლეთა მიერ წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის კლასი დასაჩუქრდება ექსკურსიით ან რაიმე სხვით.
9.      წელიწადში არანაკლებ 5 -6-ჯერ მოეწყობა ღონისძიებები.
10.  სკოლებში შეიქმნება დებატ-კლუბები. სადაც გაიმართება დებატები და დისკუსიები ნებისმიერ თემაზე.
11.  Skype video-ს დახმარებით მოვაწყობთ დებატებს სხვადასხვა სკოლებს შორის. რომელსაც თვალყურს გაადევნებს ამ რაიონის ყველა სკოლის მოსწავლე. გამარჯვებულ გუნდს ჟიური დაასაჩუქრებს.
12.  უდიდესი ყურადღება მიექცევა უცხო ენების - განსაკუთრებით ინგლისური და რუსული ენების სწავლებას. რაზედაც პირადად ჩვენ ვიზრუნებთ. მოვამზადებთ პედაგოგებს და მივაწვდით სამოქმედო გეგმას, პროგრამებს და უამრავ თვალსაჩინო მასალას, მათ შორის ვიდეო ფილმებს ყველა საგანში.
13.  მოეწყობა დისკუსიები რაიონის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს შორისაც. გამოცდილების გაზიარების. ასევე მათი დაახლოებისა და ურთიერთ დახმარების მიზნით. ყველა ახალი და საინტერესო იდეა განხილულ იქნება პედაგოგთა შორის და დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენგანაც.
14.  უდიდესი ყურადღება დაეთმობა ქართული ენის სწავლებას. ყველა საინტერესო თემა თუ ნებისმიერი რამ რაც იქნება საყურადღებო გამოქვეყნდება ჩვენს ბლოგზე.
15.  არაქართველი მოსწავლეებისთვის გვაქვს პროგრამა, რაც მათ დაეხმარებათ ქართულის, როგორც სალაპარაკო ენის სწრაფ შესწავლაში.
16.  უდიდესი ყურადღება მიექცევა ასევე ინფორმატიკის სწავლებას სკოლებში. ამისთვის მომზადდებიან პედაგოგები ჩვენს მიერ.
17.  უდიდესი ყურადღება მიექცევა ჭრა-კერვის, ქსოვის, ქარგვის, კულინარიის-ცხობის შესწავლას.
18.  უდიდესი ყურადღება მიექცევა სპორტის განვითარებას. სკოლებში შეიქმნება გუნდები ნებისმიერ სპორტის სახეობაში. ამ გუნდებს შორის მოეწყობა რაიონის პირველობები.
19.  უდიდესი ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა ფართოდ ჩაბმას ქართული ფოლკლორის შემსწავლელ წრეებში. სკოლებს ეყოლებათ მომზადებული ბავშვები ნებისმიერი ღონისძიების ჩასატარებლად.
20.  უდიდესი ყურადღება მიექცევა ინტერ აქტიური ღონისძიებების ჩატარებას. გუნდებს შორის მოეწყობა შეჯიბრი ცოდნაში- მონათესავე საგნების მიხედვით. მაგ. ისტორიის, გეოგრაფიის და ქართული ენის პედაგოგები მოამზადებენ კითხვებს, რასაც პასუხი უნდა გასცენ გუნდებმა. ჯერ მოეწყობა შიდა სასკოლო, შემდეგ კი რაიონული მაშტაბით, რაშიც skype video იქნება გამოყენებული. გამარჯვებულ გუნდს დაასახელებს ჟიური.
21.  Skype video-ს საშუალებით მოსწავლეებს დავაკავშირებთ უცხო ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან, ექნებათ მათთან მუდმივი კინტაქტი ინტერნეტით. ეს ბავშვებს უდიდეს სტიმულს მისცემს უცხო ენების უკეთ შესასწავლად.
22.  ზაფხულში მოვაწყობთ თეთრწყაროში საზაფხულო სკოლას სადაც მოვიწვევთ ჩვენს მიერ დამეგობრებულ სკოლის მოსწავლეებს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ამ პროექტში აქტიურად ჩაერთვება რაიონის ყველა სკოლა.


ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა თუ რის გაკეთებასაც ვგეგმავთ თეთრიწყაროს რაიონის სკოლების დასახმარებლად.  ვისაც გაქვთ სურვილი ჩვენთან ერთად მიიღოთ ამ პროექტში მონაწილეობა დაგვიკავშირდით, ასევე დაფინანსების მსურველებსაც გთხოვთ
მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი რაიონის განვითარების და აყვავების საქმეში.



ტელ: 593105829;
Skype  liabezh